
„ბუდე +“ კომფორტის ეკოსისტემა. 360⁰-იანი მომსახურება ერთ სივრცეში. კონცეპტუალური შოურუმი აერთიანებს თანამედროვე საინჟინრო და ინტერიერის გადაწყვეტილებებს: გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის სისტემებიდან ინტერიერის ელემენტებამდე. „ბუდე +“-ში მომხმარებელს შეუძლია შექმნას სრულყოფილი, ფუნქციური და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო ერთი სივრციდან. კომფორტის არითმეტიკა, სიმარტივე და სიცხადე, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკულობა. მიმატება „+“ როგორც არითმეტიკის ძირითადი ოპერაცია. სწორედ ესაა „ბუდე +“, ელემენტებისა და კომფორტის არითმეტიკა.