„თბილისის ბულვარის“ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიმართულებაა ზღვისპირა სასტუმრო „პრომენადა“, რომელშიც საერთაშორისი ბრენდის 5*-იანი სასტუმრო განთავსდება.
პროექტი გააერთიანებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონებს და დასასვენებელ გარემოს. ეს იქნება თბილისის პირველი ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი, სადაც სტუმრები მიიღებენ როგორც საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას, ასევე უნიკალურ შესაძლებლობას ისიამოვნონ სასტუმროს გარშემო განთავსებული მრავალფერი ინფრასტრუქტურით და ზღვით.
პროექტის ლოკაცია განსაზღვრავს მისი კაპიტალის ზრდის ძირითად პოტენციალს. სასტუმრო „პრომენადა“ ვითარდება თბილისის ბულვარის კონცეფციის ფარგლებში, მასშტაბური ურბანული განვითარების ზონაში, თბილისის ზღვაზე, სადაც უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეების და კომერციული ობიექტების თანმიმდევრული განვითარება.
ჯინო ჰოლდინგის ანგარიშზეა 270 მილიონ ევროზე მეტი განხორციელებული ინვესტიცია და 23 წელზე მეტი გამოცდილება საქართველოში და სლოვაკეთში.
კომპანია არის UN Tourism-ის წევრი.
ასობით კმაყოფილი ინვესტორით და წარმატებით გენერირებული შემოსავლებით.

თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი, არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქისადმი ინტერესი ყოველწლიურად სწრაფად იზრდება – იგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ და საინვესტიციო დანიშნულებად მთელ რეგიონში.
2023 წელს თბილისმა უმასპინძლა 5 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს, რაც ქვეყნის მთლიანი ტურისტული ნაკადის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თბილისი განიხილება როგორც კავკასიის მთავარი ჰაბი ბიზნესისა და დასვენებისთვის.
რაც შეეხება თბილისის ზღვის ტერიტორიას, 2025 წლის პროგნოზით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ქონების ღირებულება კიდევ 20–25%-ით მოიმატებს.
ინვესტორისთვის ყველაფერი ეს ნიშნავს სტაბილურ ბაზარს, მზარდ მოთხოვნას და გრძელვადიან სარგებელს.


ინვესტიცია ეფუძნება მკაფიოდ და დეტალურად გაწერილ სახელშეკრულებო პირობებს — ფარული საკომისიოებისა და დამატებითი, წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე.
გარანტირებული შემოსავალი ოფიციალურად არის დაფიქსირებული ხელშეკრულებაში, რაც უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ დაცულობასა და პროგნოზირებადობას. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს უნიკალურ შეთავაზებას ბაზარზე და ქმნის დამატებით სანდოობას ინვესტორისთვის.