Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 ცერემონიაზე ნომინაციაში „წლის საუკეთესო საოჯახო სასტუმრო“ (Family Friendly Hotel of the Year) გამარჯვებული გახდა.
2026 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მიღწევების აღიარებასთან ერთად, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობდა 190 ნომინანტი, ხოლო გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის მისი გაფართოებული პარტნიორთა ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ კერძო სექტორს, პროფესიულ ასოციაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებაში.
დაჯილდოების მიზანია ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ადგილობრივი, ავთენტური ტურისტული პროდუქტების განვითარება.
Gino Seaside Tbilisi-ის გამარჯვება მნიშვნელოვანი აღიარებაა სასტუმროსთვის და მისი გუნდისთვის. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას და მოტივაციას გვაძლევს, განვაგრძოთ განვითარება და სტუმრებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, გამორჩეული გამოცდილება.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მონაწილეობს Gino Seaside Tbilisi-ის განვითარებაში.


