Tbilisi Boulevard

“თბილისის ბულვარი” ზღვით შთაგონებული ახალი ბრენდი

თბილისი, როგორც მუდმივად განახლებადი და განვითარებადი ქალაქი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის წერტილს ამჯერად თბილისის ზღვაზე ქმნის და წარმოგვიდგენს უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარი“, რომელიც ზღვაზე ცხოვრების ფენომენს ხანმოკლე დასვენების გამოცდილებიდან ყოველდღიურ კომფორტად გარდაქმნის და ცვლის ურბანული ცხოვრების სტილს.

„თბილისის ბულვარი“ შთაგონებულია ზღვის ენერგიით, სივრცის თავისუფლებითა და ბუნებრივ ელემენტებთან ჰარმონიული ინტეგრაციით.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ზღვისპირა ქალაქი არ არის, თბილისის ზღვის ტერიტორია ბუნებრივად ერწყმის დედაქალაქს და თანდათან უნიკალურ რეკრეაციულ და საცხოვრებელ ცენტრად იქცევა. სწორედ ეს ბუნებრივად ჯანსაღი და გამორჩეული გარემო გახდა ახალი ბრენდის შექმნის მთავარი ინსპირაცია. „თბილისის ბულვარი“თანამედროვე ურბანული ცხოვრებისა და ზღვისპირა დასვენების საუკეთესო ერთობლიობაა. სუფთა ჰაერი, წყლის სიახლოვე და კარგად გააზრებული, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.

„თბილისის ბულვარი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ზონა – ეს არის მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც მოიცავს: საზოგადოებრივ და რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, ბიზნეს და საცხოვრებელ ზონებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვა პარკს, სადაც წლიური ვიზიტირების რაოდენობა 200,000 -ას აღწევს. ყველაფერი ეს კი ერთ სივრცეში, დაცულ და დახურულ კომპლექსში, 30 ჰექტარზე გაშენდება. მსგავსი ინფრასტრუქტურა და სერვისები ორიენტირებულია მობინადრეთა სიმშვიდეზე, უსაფრთხოების და ექსკლუზიურობის განცდაზე, უძრავი ქონების ღირებულების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„თბილისის ბულვარი“ არის არა მხოლოდ ახალი ბრენდი ქართულ დეველოპერულ ბაზარზე, არამედ ის არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო – სივრცე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცხოვრების დინამიკას და მშვიდ ჰარმონიულ გარემოს.

ზღვით შთაგონებული „თბილისის ბულვარი“ ახალ სიცოცხლეს ჩუქნის თბილისს, მის მაცხოვრებელებს კი დაუვიწყარ ემოციებსა და განსაკუთრებული ცხოვრების სტილს სთავაზობს.

– თბილისის  ბულვარი არიის ადგილი რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცხოვრების დინამიკას და მშვიდ ჰარმონიულ გარემოს.

წყარო : https://shorturl.at/ZNGUI