გართობა და დასვენება

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/sportuli-moednebi1.jpg

სპორტული მოედნები

 

„თბილისის ბულვარში“ სპორტული ინფრასტრუქტურის ფართო არჩევანია. მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის სტადიონებით, ჩოგბურთის კორტებითა და პადელის მოედნით.  სივრცე შექმნილია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე მოყვარულებისთვის, აქტიური დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად.

საბავშო გასართობი სივრცეები

 

„თბილისი ბულვარში“ ბავშვებისთვის მოწყობილია უსაფრთხო, თანამედროვე და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. თითოეული ზონა გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე და აერთიანებს როგორც გასართობ, ისე შემეცნებით ელემენტებს. გარემო ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ აქტივობას, შემოქმედებით აზროვნებასა და სოციალურ განვითარებას.

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/sabavsho-moednebi.jpg
Mass Image Compressor Compressed this image. https://sourceforge.net/projects/icompress/ with Quality:90

ჯინო აკვაპარკი

 

ამიერკავკასიაში  ყველაზე დიდი „ჯინო აკვაპარკი“ დამსვენებლებს მრავალფეროვან წყლის ატრაქციონებსა და გასართობ სივრცეებს სთავაზობს. აკვაპარკი აერთიანებს ექსტრემალურ სლაიდებს, აუზებს, დასასვენებელ ზონებსა და საბავშვო სივრცეებს. ტერიტორია გათვლილია როგორც ბავშვებზე, ისე უფროსებზზე, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ოჯახური დასვენებისა და აქტიური გართობისთვის.

სპორტდარბაზი

 

„თბილისის ბულვარის“  სპორტ დარბაზი იდეალური ადგილია, ვისთვისაც ვარჯიში ცხოვრების წესია. ეს არის მაღალი კლასის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე სადაც დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის ტრენაჟორები, ფუნქციური სავარჯიშო ზონები და სრულყოფილად მოწყობილი ინფრასტრუქტურა.

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/darbazi.jpg
https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/auzi.jpg

საცურაო აუზები

 

„თბილისი ბულვარის“  საცურაო აუზები წარმოადგენს ექსკლუზიურ, მაღალი კლასის სივრცეს, სადაც დახვეწილი არქიტექტურა და ელეგანტური დეტალები ქმნის განსაკუთრებულ გარემოს მშვიდი რელაქსაციისთვის, მზის აბაზანებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

ზღვისპირა სასეირნო ბულვარი

 

ზღვისპირა სასეირნო ბულვარი იქნება პირველი სივრცე დედაქალაქში სადაც სეირნობა, დასვენება და გართობა გაერთიანდება. ზღვა და კომფორტული სასეირნო სივრცე იდეალურ ატმოსფეროს შექმნის ყოველდღიური განტვირთვისთვის. აქ განთავსდება კაფე-რესტორნები და მრავალფეროვანი გასართობი და დასასვენებელი სივრცეები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/zgvispira.jpg
https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/pirsi.jpg

პირსი

 

„თბილისი ბულვარის“ პირსი წყლისპირა დასვენებისთვის შექმნილი გამორჩეული სივრცეა. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სეირნობით, პანორამული ხედებითა და მშვიდი ატმოსფეროთი. პირსი იდეალურია განსაკუთრებული განწყობისა და შთამბეჭდავი მომენტების შესაქმნელად.

წყლის სკუტერები

 

„თბილისი ბულვარი“ მობინადრეებს წყლის სკუტერებით აქტიურ და ენერგიულ გართობას გთავაზობთ. სპეციალურად გამოყოფილი ზონა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები უზრუნველყოფს კომფორტულ და გასართობ სივრცეს.

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/wyliskurortebi.jpg
https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/wylistxilamurebi.jpg

წყლის თხილამურები

 

„თბილისი ბულვარი“ წყლის თხილამურებით სპორტულ აქტივობას გთავაზობთ. პროფესიონალურად მოწყობილი გარემო და უსაფრთხო პირობები საშუალებას გაძლევთ სრულად კონცენტრირდეთ განტვირთვაზე.

ველობილიკი

 

ველობილიკებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და ფართო მარშრუტი კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გზად კი ზღვის ხედები და გამწვანებული სივრცე დამატებით ესთეტიკურ განწყობას ქმნის.

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/velobiliki.jpg
https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/sapiknike-adgili.jpg

საპიკნიკე ადგილები

„თბილისი ბულვარი“ გთავაზობთ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ზონებს, რომლებიც იდეალურია ოჯახური და მეგობრული შეკრებებისთვის. ზღვის სიახლოვე, სუფთა ჰაერი და გამწვანებული გარემო ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენებისა და ერთად გატარებული დროის დასაფასებლად.

https://tbilisiboulevard.com/wp-content/uploads/2026/02/tbilisiboulvar-logo-white.png

გამოგვყევით:

საკონტაქტო ინფორმაცია

N9 ბეშენოვას ქუჩა, თბილისი
დაგვიტოვეთ ნომერი