[vc_row][vc_column][vc_row_inner][vc_column_inner][vc_icon icon_fontawesome=”fas fa-external-link-square-alt” background_style=”rounded” css=”” link=”url:https%3A%2F%2Fwww.marketer.ge%2Ftbilisi-boulevard-branding%2F%3Ffbclid%3DIwZXh0bgNhZW0CMTEAAR0c1ePnNgIV9CvdQS3SQj019IBBU8NPz-b8kEOr35WP_Ky93nw_2_iazCk_aem_oueUKqNqBwVJ9tOx6A3nkA|target:_blank”][/vc_column_inner][/vc_row_inner][vc_empty_space][vc_separator css=””][vc_column_text css=”.vc_custom_1722261433203{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ბრენდი „თბილისის ბულვარი“ გამოჩნდა — თბილისის ზღვაზე იქმნება ახალი კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს დედაქალაქის შიგნით ახალი დანიშნულების ადგილი, ერთგვარი კურორტი ქალაქში. ის სრულიად ახალი შეთავაზება იქნება, როგორც მის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის, ასევე ქალაქის სხვა მკვიდრებისთვის და ტურისტებისათვის.[/vc_column_text][vc_empty_space][vc_single_image image=”5733″ img_size=”full” css=””][vc_empty_space][vc_column_text css=”.vc_custom_1722261547785{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]აქ ადამიანები შეძლებენ, ისარგებლონ მწვანე პარკითა და უამრავი გასართობი ინფრასტრუქტურით, მიიღონ წყალთან ურთიერთობის სიკეთეები როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდ აკვაპარკში; დაისვენონ, იშოპინგონ, გემრიელად მიირთვან, მოუარონ თავს და გაჯანსაღდნენ.[/vc_column_text][vc_empty_space][vc_single_image image=”5739″ img_size=”full” css=””][vc_empty_space][vc_column_text css=”.vc_custom_1722261613826{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]საგულისხმოა, რომ „თბილისის ბულვარის“ ბრენდინგზე სააგენტო +VAT-მა იმუშავა. სტატიაში კი ვრცლად ვისაუბრებთ, რის ირგვლივ აიგო ბრენდის სტრატეგია და კონცეფცია.[/vc_column_text][vc_empty_space][vc_column_text css=”.vc_custom_1722261648342{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]M: რის გარშემო აეგო ბრენდის სტრატეგია?
ვასკა ჩუბინიძე, სტრატეგიული გუნდის წევრი: ჩვენი აუდიტორიის უდიდესი ნაწილი საქმიანი ცხოვრებით არის დაკავებული და წელიწადში ერთხელ მიდის ზღვაზე, რათა მცირე დროით მაინც იგემოს თავისი შრომის ნაყოფი და დრო სასიამოვნოდ გაატაროს. ამ ადამიანებისთვის სიტყვათწყობა „ზღვაზე წასვლა“ ნიშნავს დასვენებას, გართობასა და განტვირთვას. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზებით, გვსურს, შევქმნათ რეალობა, სადაც ადამიანი ყოველ დღე, სამსახურის შემდეგ „ზღვაზე მიდის“ — სწორედ ამაზე აეგო ბრენდის პოზიციონირება. გვსურს, ადამიანებს დავანახოთ, რომ თბილისის ბულვარში ცხოვრება ნიშნავს, დედაქალაქში იღებდე კურორტზე ცხოვრების გამოცდილებას. რატომ უნდა გვქონდეს წელიწადში მხოლოდ ორი შვებულება, თუ შესაძლებელია ყოველი არასამუშაო საათი ზღვისპირა დახურულ პარკში გაატარო, კომფორტისთვის საჭირო ყველა სერვისითა და კიდევ უფრო მეტი გასართობით.[/vc_column_text][vc_empty_space][vc_single_image image=”5743″ img_size=”full” css=””][vc_empty_space][vc_custom_heading text=”“გასართობი ჯანსაღი ცხოვრება — სწორედ ამ სამი სიტყვით გვინდა დავამახსოვროთ მომხმარებელს თავი.“” css=””][vc_empty_space][vc_column_text css=”.vc_custom_1722261862680{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]M: ბრენდის იდენტობის შექმნაზეც რომ მოგვიყვეთ…
ვასკა ჩუბინიძე: როგორც აღვნიშნე, დეველოპერული პროექტი განლაგებულია თბილისის ზღვის სანაპიროზე და ისევე, როგორც რეალურ საზღვაო კურორტებს, მასაც აქვს სრულფასოვანი ბულვარი, რომელიც მთავარი რეკრეაციული ზონაა. სწორედ ამ მთავარ და უნიკალურ ელემენტზე გვსურდა კაპიტალიზირება. რაც შეეხება სლოგანს, ამაზე საბედნიეროდ ვიღაც ღვთისნიერმა ადამიანმა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე იმუშავა და თბილისის წყალსაცავს, თავისი ზომის გამო, ზღვა დაარქვა. ასე გაერთიანდა ვერბალური იდენტობა: თბილისის ბულვარი — სახლი ზღვაზე. [/vc_column_text][vc_empty_space][vc_single_image image=”5748″ img_size=”full” css=””][vc_empty_space][vc_column_text css=”.vc_custom_1722261925260{background-position: center !important;background-repeat: no-repeat !important;background-size: cover !important;border-radius: 3px !important;}”]M: მოკლედ ვიზუალურ იდენტობასაც რომ შევეხოთ…
ვასკა ჩუბინიძე: დეველოპერული პროექტისთვის თბილისის ბულვარს არატრადიციული ლოკაცია აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ახალ ადგილმდებარეობაზე სახლის შეძენის იდეა გავყიდოთ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირად ვამბობდით, რომ პროცესი „დესთინეიშენ“ ბრენდინგს უფრო ჰგავს, ვიდრე დეველოპერული კომპლექსისას.
ბრენდის სტრატეგიაც ყოველდღიურად კურორტზე ცხოვრებისკენ წავიყვანეთ — სწორედ ამ შინაარსზე დაყრდნობით შეიქმნა ვიზუალური იდენტობა. ვიზუალში წამყვანი ელემენტი არის ტიპოგრაფია, რომელიც ზღვის კურორტების ბრენდინგისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ატარებს. სახელი და სლოგანი კი ინტეგრირებულად არის ზღვის ფონზე გამოტანილი.[/vc_column_text][vc_empty_space][vc_single_image image=”5751″ img_size=”full” css=””][/vc_column][/vc_row]


