თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორია!

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორია!

4 ივლისს  „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტ „თბილისის ბულვარსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული რაგბის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მემორანდუმს ხელი მიხეილ მესხის სტადიონზე მოაწერეს  „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა, ნოდარ გიორგაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ.

ჩვენ “თბილისის ბულვარში” გვწამს, რომ ჯანსაღი გარემო ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას. სწორედ ამ ხედვით იქმნება პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში, რომელიც მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება და მიზნად ისახავს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ჯანსაღი ცხოვრება ხდება ადამიანების ბუნებრივი არჩევანი და აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.