
გაიცანი თბილისის ზღვა, აღმოაჩინე „თბილისის ბულვარი“
თბილისის ზღვა, როგორც ქალაქის წყლის მთავარი წყარო და კლიმატის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, 1953 წელს შეიქმნა. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით. თბილისის ზღვა აღიარებულია კლიმატურ კურორტად, სადაც ერთმანეთს ერწყმის უნიკალური ბუნება, ხედები, ტყეპარკი და, რაც მთავარია ზღვა.
თბილისის ზღვას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ეკოლოგიის მიმართულებით, იგი ამცირებს ქალაქის მტვრის დონეს და ხელს უწყობს ჰაერის სისუფთავეს. ის არა მხოლოდ წყლის ხელოვნური რეზერვუარია, არამედ დასვენების, სპორტის, რეკრეაციისა და ულამაზესი ხედების ადგილია.
აღსანიშნავ ფაქტია, რომ საბჭოთა პერიოდში არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებიც გულისხმობდა საუკეთესო ადგილების შერჩევას სარეკრეაციო და სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრების განსათავსებლად. ცნობილია, რომ თბილისის ზღვის ტერიტორია შეირჩა ისეთივე პრესტიჟული ადგილების გვერდით, როგორიცაა: ბაიკალი და ბიჭვინთა
თბილისის ზღვის ტერიტორია კი ამავე კვლევებში ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად დასახელდა.
თბილისის ზღვის გარშემო არსებული რელიეფი და კლიმატური პირობები ქმნის ბუნებრივად ხელსაყრელ გარემოს. მთავარი ფაქტორები, კი რომლებიც მას გამოარჩევს არის ტენიანი ჰავა რაც განსაკუთრებით სასარგებლოა რესპირატორული და გულ-სისძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, სუფთა ჰაერი, ნაკლები გამონაბოლქვი და მტვერი, რაც ქალაქის დაბინძურებულ ჰაერთან შედარებით უდიდეს პლიუს წარმოადგენს. ქარის ცირკულაცია რაც ჰაერის რეგულარულ განახლებას უწყობს ხელს და ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას აუმჯობესებს.
თბილისის ურბანული განვითარება საკმაოდ კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომელიც ბოლო წლებში უფრო აქტუალური გახდა. ქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებს დღეს არაერთი ურბანული გამოწვევა აწუხებთ: დაბინძურებული ჰაერი, მუდმივი საცობები, მოულოდნელად შეცვლილი ხედები, რომლებიც რადიკალურ განსხვავდება ყიდვის მომენტში არსებული ხედისგან, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნების სიმცირე, მწვანე სივრცეებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა.
„თბილისის ბულვარის“ პროექტი განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მკაცრად რეგულირდება და ითვალისწინებს მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რაც თავიდანვე გამორიცხავს დაუგეგმავ და არათანმიმდევრულ მშენებლობას და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული ურბანული სივრცის შექმნას. განაშენიანების რეგულაციების მიზანია დაუგეგმავი და არაკოორდინირებული მშენებლობების პრევენციას, რათა შეიქმნას მდგრადი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თბილისის ზღვაზე უნიკალურ ეკოსისტემაში ვითარდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“ რომლის განაშენიანება 30 ჰექტარზე იგეგმება და და ერთ სივრცეში გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
აქ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი
აღსანიშვანია რომ „თბილისის ბულვარი“ ჯინო აკვაპარკის მიმდებარედ ვითარდება, რომელმაც 2013 წლიდან თბილისის ზღვას შესძინა უსაზღვრო პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა. ჯინო აკვაპარკი ევროპის 10 საუკეთესო აკვაპარკს შორისაა. იგი 16 ჰექტარზეა გადაჭიმული და 10 ღია და დახურული აუზს, უამრავ სხვადასხვა სასრიალოს, ჯაკუზების მრავალფეროვანი არჩევანსა და ატრაქციებს აერთიანებს. დღეისთვის მისი წლიური დატვირთულობა 200,000 ვიზიტორია.
„თბილისის ბულვარი“ არის კურორტი ქალაქში, რომელიც ზღვაზე ცხოვრების ფენომენს, ხანმოკლე დასვენების გამოცდილებიდან ყოველდღიურ კომფორტად გარდაქმნის და ცვლის ურბანული ცხოვრების სტილს.
წყარო: https://shorturl.at/mHKt1