
გაიცანი “თბილისის ბულვარი” – პირველი სრულფასოვანი კურორტი ზღვაზე
“თბილისის ბულვარი” პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში და თბილისის ზღვის განვითარების ინიციატივა, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გარდამტეხ პროექტს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, რეკრეაციულ, გასართობ, საგანმანათლებლო და კომერციულ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვის გარშემო არსებული რელიეფი და კლიმატური პირობები ქმნის ბუნებრივად ხელსაყრელ გარემოს. მთავარი ფაქტორები, კი რომლებიც მას გამოარჩევს არის ტენიანი ჰავა რაც განსაკუთრებით სასარგებლოა რესპირატორული და გულ-სისძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, სუფთა ჰაერი, ნაკლები გამონაბოლქვი და მტვერი, ქარის ცირკულაცია რომელიც ჰაერის რეგულარულ განახლებას უწყობს ხელს და ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას აუმჯობესებს, რაც ქალაქის დაბინძურებულ და სტრესულ გარემოსთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობებს წარმოადგენს.
“თბილისის ბულვარი” მოიცავს საზოგადოებრივ და რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, ბიზნეს და საცხოვრებელ ზონებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს და ამიერკავკასიაში უდიდეს აკვაპარკს და ველნეს ცენტრს რომელიც 2013 წელს გაიხსნა და დღეისთვის მისი წლიური დატვირთილობა 200,000 ვიზიტორია.
“თბილისის ბულვარში” განთავსდება: ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები, კაფეები და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი. მსგავსი ინფრასტრუქტურა და სერვისები ორიენტირებულია მობინადრეთა სიმშვიდეზე, უსაფრთხოების და ექსკლუზიურობის განცდაზე, უძრავი ქონების ღირებულების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
“თბილისის ბულვარი” ზღვაზე ცხოვრების ფენომენს, ხანმოკლე დასვენების გამოცდილებიდან ყოველდღიურ კომფორტად გარდაქმნის და ცვლის ცხოვრების ხარისხს, სადაც ყოველდრიურობა გააზრებულ და ადამიანზე მორგებულ გარემოში ვითარდება.
“თბილისის ბულვარის” პროექტი განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მკაცრად რეგულირდება და ითვალისწინებს მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას. ეს მიდგომა სრულად გამორიცხავს დაუგეგმავ და არათანმიმდევრულ მშენებლობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული ურბანული გარემოს შექმნას. განაშენიანების რეგულაციები მიზნად ისახავს ქაოტური მშენებლობების თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის ფორმირებას, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ბუნებრივ, ისე ურბანულ და თანამედროვე არქიტექტურის მოთხოვნებს.
“თბილისის ბულვარი” ჯინო ჰოლდინგში შემავალი პროექტია, ჯინო ჰოლდინგი კი აერთიანებს ისეთ მსხვილ პროექტებს როგორიცაა, ამიერკავკასიის უდიდესი აკვაპარკი & ველნეს ცენტრი “ჯინო აკვაპარკი”, 5*-იანი მულტიფუნქციური სასტუმრო-კომპლექსი ჯინო სისაიდი, ჯინო ველნეს მცხეთა – ბუტიკ სასტუმრო & ველნეს ცენტრი ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, ჯინო ველნეს რაბათი – ბუტიკ სასტუმრო & ველნეს ცენტრი ახალციხეში, რაბათის XI საუკუნის ციხე-სიმაგრეში, სასტუმრო ჯინო სანრაიზ ბათუმი – რომელიც აჭარაში, ბათუმში მდებარეობს. ჯინი ფერედაის ბეშონოვა – საინვესტიციო კურორტი სლოვაკეთში, სასტუმრო ჯინო პარკ პალასი 4*-იანი ბუტიკ სასტუმრო & რესტორანი სლოვაკეთში, ქალაქ ორლოვაში, XVI საუკუნის სასახლეში, ჯინო ჰილდინგის მზის ელექტრო სადგურები, რომელიც 2010-2011 წლებში, სლოვაკეთში აშენდა.
ეს არის იმ პროექტების არასრული ჩამონათვალი რომელიც საქართველოში და სლოვაკეთში ხორციელდება და რომელთა ჯამური უკვე განხორციელებული საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონი ევროა.
ზღვით შთაგონებული “თბილისის ბულვარი” ახალ სიცოცხლეს ჩუქნის თბილისს, მის მაცხოვრებელებს კი დაუვიწყარ ემოციებსა და განსაკუთრებული ცხოვრების სტილს სთავაზობს.